წახემსება განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში. რა არის წახემსება? ას არის არა მხოლოდ წასახემსებელი სურსათი (სნეკი), არამ ედ გარკვეული მიდგომა სურსათის მიმართ, რომელიც აერთიანებს გემრიელი, დაბალანსებული საკვების მიღების სურვილს და ჭამის სიამოვნების განცდის სურვილს1
გააზრებული ჭამა ნიშნავს ფოკუსირებას იმაზე, თუ რას და როგორ ჭამთ. ეს არის გააზრებული არჩევანი იმისა, თუ რისი ჭამა გსურთ, რატომ მიირთმევთ ამას და ამასთანავე როგორ გრძნობთ თავს .
გააზრებული კვების უპირატესობები
ყურადღების კონცენტრირება ხელ ს უწყობს საკვებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას.
გააზრებული კვების პრაქტიკის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ადამიანის მიერ. შემდეგ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ წაიხემსოთ, შეამოწმეთ საკუთარი თავი და დაუსვით საკუთარ თავს სამი კითხვა.
რატომ მინდა წავიხემსო
რატომ მინდა წავიხემსო
- წაიხემსებთ იმიტომ, რომ ენერგია გჭირდებათ თუ მშიერი ხართ?
- არის თუ არა წახემსება შესვენების საბაბი დღის განმავლობაში?
- წახემსების გადაწყვეტილება თქვენი იყო თუ მეგობრების მოწვევას დათანხმდით?
- გსურთ საკუთარი თავის განებივრება?
პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გსურთ წაიხემსოთ, დაგეხმარებათ აირჩიოთ რა მიირთვათ თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოცემულ მომენტში.
რისი ჭამა მინდა?
რისი ჭამა მინდა?
- ტკბილი თუ მარილიანი?
- რბილი თუ ხრაშუნა?
- ცხელი თუ ცივი?
მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ, რისი ჭამა გსურთ, დაყავით თქვენი საჭმელი პორციებად და ეცადეთ ყურადღება არ გაგიფანტოთ, რომ მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ თითოეული ლუკმით. ჭამეთ ნელა, პერიოდულად პაუზა გააკეთეთ, რათა დროულად იგრძნოთ გაძღომა.
როგორ შემიძლია მივიღო საჭმლისგან მაქსიმალური სიამოვნება?
როგორ შემიძლია მივიღო საჭმლისგან მაქსიმალური სიამოვნება?
გამოიყენეთ ყველა გრძნობის ორგანო. კონცენტრირდით საჭმლის სუნსა, გემოსა, ტექსტურასა, ფორმასა და ფერზე, რათა სრულად ისიამოვნოთ ყოველი ლუკმით. და არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ჰკითხოთ საკუთარ თავს, მოგწონთ თუ მეტი ჭამა აღარ გინდათ.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გააზრებული კვების შედეგი არის:
- საჭმელზე პოზიტიური შეხედულება, სურსათის გააზრებული და დაკვირვებით შერჩევის გამო2
- ცხოვრებით უფრო მეტი კმაყოფილება იმის გამო, რომ ვარჯიშობთ ყველა გრძნობის ორგანოსგან სიგნალების მისაღებად3
- უფრო დაბალანსებული კვება და ჭარბი კვების ნაკლები ალბათობა შიმშილის და მაძღრობის სიგნალებისადმი ყურადღების გამო.4

შთავაგონებთ ადამიანებს სწორი წახემსებისათვის
კომპანია Mondelēz International ცდილობს დაეხმაროს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ საყვარელი სურსათისგან
ჩვენ მივიღეთ კვების სფეროში და ქცევის ფსიქოლოგიის ექსპერტების კონსულტაციები, რათა გამოვიმუშაოთ და დავამტკიცოთ ჩვენი პროგრამა „გონივრული პორცია“
ჩვენ დასახული გვაქვს მიზანი, მივუახლოვდეთ პორციულ შეფუთვაში ან სპეციალური ეტიკეტით «გონივრული პორცია» პროდუქციის 100%-იან პორტფოლიოს.5




ინფორმაცია გააზრებული კვების შესახებ
იხილეთ დოქტორ სიუზან ალბერსის რჩევები გააზრებულ კვებასთან დაკავშირებით